შინაარსი
Loading module
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
1.წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობრივ სტატუსს, პასუხისმგებლობას, მის უფლებებსა და მოვალეობებს. 2.ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი წარმოადგენს პირველი დონის ხელმძღვანელობას, უშუალოდ ექვემდებარება შპს-ს დირექტორს, უზრუნველყოფს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად. 3.შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს შპს-ს დირექტორი. 4.ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელის დროებით ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ხარისხის მენეჯერს. 5.ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს: საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტით. კომპანიის შიდა ნორმატიული და განკარგულებითი დოკუმენტებით. ამ ინსტრუქციით: EX-PE-01-20.1 ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებები
წინამდებარე პროცედურაში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე საკ 1.7:2020, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის ტერმინები და განმარტებები. წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება შემდეგი შემოკლებანი: შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები იო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც გააჩნია უმაღლესი ეკონომიკური ან სამშენებლო სპეციალობით ტექნიკური განათლება და საქმიანობის 5 წლის გამოცდილება ამავე განათლების პროფილით და გავლილი აქვს ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი.
თანამდებობრივი მოვალეობები იო-ს ხელმძღვანელი: შპს-ს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომლების დანიშვნა/ განთავისუფლების, თანამდებობრივი დაწინაურების/დაქვეითების, მატერიალური წახალისების და დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ. ზრუნავს იო-ს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური-ტექნიკური ბაზის (მათ შორის გაზომვის საშუალებების) უზრუნველყოფაზე და შპს-ის დირექტორს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე. ასახელებს ერთ ან მეტ პირს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ინსპექტირების მომსახურებაზე პასუხისმგებელი ტექნიკური მენეჯერი, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, რის შესახებ გამოიცემა შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს დირექტორის ბრძანება. ადმინისტრაციული წესით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს ინსპექტირების ანგარიშებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმოწერით ადასტურებს იო-ში შექმნილ დოკუმენტებს. ამოწმებს და ხელს აწერს იო-ს ოფიციალური მიმოწერის დოკუმენტებს. შპს-ს დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ითანხმებს ინსპექტირების ორგანოს ყველა შიდა ნორმატიულ დოკუმენტს. ამტკიცებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და ფორმების ჩამონათვალს და ცვლილებებს. ადგენს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ჩატარების გეგმას და პროგრამას და ხელმღვანელობს მის შესრულებას. გეგმავს და უზრუნველყოფს პერსონალის მომზადება-გადამზადებას. იო-ს პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეისწავლის მასთან შემოსულ მოთხოვნებს, წინადადებებს, წერილებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. იო-ს თანამშრომლებისგან ღებულობს სრულ ინფორმაციას ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. პასუხისმგებელია მენეჯმენტის სისტემის ანალიზის ჩატარების და მისი ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფაზე. შეიმუშავებს იო-ს მუშაობის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის მაკორექტირებელ და პრევენციულ ღონისძიებებს, აკონტროლებს მათ განხორცილებას და აანალიზებს მათ შედეგიანობას. პასუხისმგებელია იო-ში შემოსული აპელაციების და საჩივრების ანალიზზე, რეაგირებასა და კონტროლზე. უზრუნველყოფს იო-ში თანამშრომლების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემების შემუშავებას, დანერგვას, მონიტორინგს, მუდმივ განვითარებას და მასთან დაკავშირებით დისციპლინარული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა იო-ს საქმიანობიდან გამომდინარე მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ვალდებულია განაცხადოს, თუ მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. ანაცვლებს ხარისხის მენეჯერს მისი ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში. იო-ს ხელმძღვანელს, მისი არ ყოფნის შემთხვევაში ანაცვლებს ერთ-ერთი ტექნიკური მენეჯერი შპს-ს დირექტორის ბრძანებით. უფლებები ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია: დაავალოს ცალკეული საკითხების შესრულება შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომელს და აკონტროლოს მათი შესრულება. მოსთხოვოს შპს-ს ხელმძღვანელობას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სამუშაო პირობების შექმნა იო-ს გამართული ფუნქციონირებისათვის. მიაწოდოს შპს-ს ხელმძღვანელობას წინადადებები ინსპექტირების ორგანოს, როგორც შპს-ის სტრუქტურურლი ერთეულის მუშაობის გაუმჯობესობის შესახებ. ხელი მოაწეროს იო-ს ოფიციალური მიმოწერის დოკუმენტებს. შპს-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, საზოგადოების სახელით სასამართლოსა და სხვა ოფიციალურ ურთიერთობებში განახორციელოს ნებისმიერი კანონიერი იურიდიული მოქმედება, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ფუნქციონირებასთან. პასუხისმგებლობა ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი პასუხს აგებს: სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე. თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს “ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც იო-სთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი
თარიღი: