შინაარსი
Loading module
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროს ტექნიკური მენეჯერის თანამდებობრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას. ტექნიკური მენეჯერი ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ინსპექტირების სფეროს ინსპექტირების პროცესს, ინსპექტირების სამუშაო გეგმის შესრულებას და ინსპექტირების ორგანო ანგარიშების მომზადებას. ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს დირექტორი, რაზეც ფორმდება შესაბამისი ბრძანება. ტექნიკური მენეჯერი უშუალოდ ექვემდებარება ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს. ტექნიკური მენეჯერის სამსახურში არ ყოფნის პერიოდში მას, შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ანაცვლებს ინსპექტირების სფეროს ინსპექტორი ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური მენეჯერი.
ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები: ინსპექტირების სფერო- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფერო. შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები პირს, რომელიც ინიშნება ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროების ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე უნდა ჰქონდეს უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო სპეციალობით და საპროექტო ან/და ხარჯთაღრიცხვების შედგენის ან/და სამშენებლო ან/და მშენებლობის საზედამხედველო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ასევე უნდა ჰქონდეს გავლილი ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი;
თანამდებობრივი მოვალეობები
ტექნიკური მენეჯერი უზრუნველყოფს ინსპექტირების სამუშაოების ჩატარებას ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
განიხილავს დამკვეთის განაცხადს ინსპექტირების ჩატარების შესახებ, შეისწავლის დამკვეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო დოკუმენტაციას, ადგენს ინსპექტირების ობიექტის აკრედიტაციის (ინსპექტირების) სფეროსთან შესაბამისობას, ამოწმებს ინსპექტირების ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტაციის სისრულეს (იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია, აცნობოს დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ).
ინსპექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში, აცნობებს დამკვეთს ინსპექტირების დაწყების შესახებ.დგება ინსპექტირების ჩატარების გეგმა, რომელშიც განისაზღვრება შესრულების ვადები, ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობა და მათი მოვალეობები.
ტექნიკური მენეჯერი ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ინსპექტირების მიმდინარეობას, რათა იგი წარიმართოს EX-IP-04-20.1 ინსპექტირების პროცედურების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცედურებით გათვალისწინებული ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ყველა საკითხის სრულყოფილად შემოწმება/შეფასება.
საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში წამოჭრილი საკითხების განსახილველად ტექნიკური მენეჯერი უკავშირდება დამკვეთს.
ტექნიკური მენეჯერი ტექნიკური წესით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს ინსპექტირების ანგარიშს, ასევე ინსპექტირების დოკუმენტაციის რეესტრს.
ატყობინებს იო-ს ხელმძღვანელს და ხარისხის მენეჯერს სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი შიდა ნორმატიული დოკუმენტების ნაკლოვანებების შესახებ და აწვდის წინადადებებს მათ აღმოსაფხვრელად.
ტექნიკური მენეჯერი ეცნობა და ხელმოწერით ადასტურებს მიუკერძოებლიობის და დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას და იღებს ვალდებულებას განუცხადოს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გამოვლინდება მისი თანადებობრივი ფუნქციების შესრულებისას, წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს შეუქმნის შპს “ექსპერტიზა.ჯი”-ს, როგორც ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.
ტექნიკური მენეჯერი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის შესახებ ინსპექტირების ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნები ინსპექტირების დროს მიღებულ ინფორმაციასთან მიმართებაში.
იო-ში დადგენილი წესებისა და ფორმების შესაბამისად, აწარმოებს ინსპექტირების სფეროს ინსპექტორების, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების/ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის სხვა სფეროს ტექნიკური მენეჯერის მონიტორინგს/შეფასებას და წარადგენს წინადადებებს მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთან დაკავშირებით.
ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე მონაწილეობს შიდა აუდიტის ჩატარებაში.
ინსპექტირების სფეროს მიხედვით გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოფს მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
იო-ს ხელმძღვანელის დავალებით განიხილვს ინსპექტირების ორგანოში შემოსულ საჩივრებსა და აპელაციებს
უფლებები ტექნიკურ მენეჯერს აქვს უფლება: მოითხოვოს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობისგან სათანადო სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო რესურსი ინსპექტირების დროულად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით. მიაწოდოს იო-ს ხელმძღვანელს და ხარისხის მენეჯერს წინადადებები ინსპექტირების მეთოდებისა და დოკუმენტაციის დახვეწასთან დაკავშირებით. გაეცნოს ინსპექტირების სფეროს მიხედვით ჩატარებული აუდიტის შედეგებს და წარმოადგინოს თავისი განმარტებები მიმართოს იო-ს ხელმძღვანელს წინადადებით ინსპექტირების სფეროს ინსპექტორების მატერიალური წახალისებისა, ასევე მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.
პასუხისმგებლობა ტექნიკური მენეჯერი პასუხისმგებელია: მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს „ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონფიდენციალურობა
წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი