შინაარსი
Loading module
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გავრცელების სფერო და ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროს ინსპექტორის თანამდებობრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.
ინსპექტორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს:
EX-IP-04-20.1 ინსპექტირების პროცედურებით;
შიდა და გარე ნორმატიული დოკუმენტებით;
შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს, როგორც ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობის განკარგულებებით/ ბრძანებებით;
ამ თანამდებობრივი ინსტრუქციით
ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს დირექტორი, რაზეც ფორმდება შესაბამისი ბრძანება.
ნორმატიული წყაროები
წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:
სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის;
EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები: ინსპექტირების სფერო- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფერო. შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები პირს, რომელიც ინიშნება ობიექტის ხარჯთაღრიცხვის - ინსპექტირების სფეროების ინსპექტორის თანამდებობაზე უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება სამშენებლო სპეციალობით და საპროექტო ან/და ხარჯთაღრიცხვების შედგენის ან/და სამშენებლო ან/და მშენებლობის საზედამხედველო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ასევე უნდა ჰქონდეს გავლილი ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი;
თანამდებობრივი მოვალეობები
ინსპექტორი, ახორციელებს ინსპექტირებას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ სფეროში EX-IP-04-20.1 ინსპექტირების პროცედურების, ინსპექტირების ორგანოს შიდა ნორმატიული დოკუმენტებისა და ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
ინსპექტორი უშუალოდ ექვემდებარება ინსპექტირების სფეროს ტექნიკურ მენეჯერს, ასევე ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობაში მუშაობის პირობებში ინსპექტირების ჯგუფის უფროსს და ვალდებულია შეასრულოს ინსპექტირების განხორციელებისას მასზე დაკისრებული ფუნქციები და დავალებები დროულად, კეთილსინდისიერად და პროფესიული მოთხოვნების ფარგლებში.
ინსპექტირების ჯგუფის უფროსად დანიშვნის შემთხვევაში, ინსპექტორი უშუალოდ ხელმძღვანელობს ინსპექტირების ჯგუფში შემავალი ინსპექტორების/მოწვეული სპეციალისტების საქმიანობას.
ინსპექტირების შედეგებიდან გამომდინარე ინსპექტორი ადგენს და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას და ინსპექტირების ანგარიშს.
ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა ყველა იმ ინფორმაციის და მოქმედებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ინსპექტირებასთან;
ინსპექტორი ეცნობა და ხელმოწერით ადასტურებს მიუკერძოებლიობის და დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას და იღებს ვალდებულებას ინსპექტირებაში ჩართვამდე ან შემდგომ პერიოდში განუცხადოს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გამოვლინდება მისი თანადებობრივი ფუნქციების შესრულებისას, წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს შეუქმნის შპს “ექსპერტიზა.ჯი”-ს, როგორც ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.
ინსპექტორი, იო-ში დადგენილი წესებისა და ფორმის შესაბამისად, აწარმოებს სხვა ინსპექტორების მონიტორინგს/შეფასებას.
იო-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე მონაწილეობს შიდა აუდიტის ჩატარებაში;
იო-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე მონაწილეობს მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორცილებაში.
იო-ს ხელძღვანელის დავალებით მონაწილეობს ინსპექტირების ორგანოში შემოსული საჩივრებისა და აპელაციების განხილვაში
უფლებები მიიღოს გადაწყვეტილება მისი კომპეტენციის ფარგლებში; გაეცნოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის საქმიანობას ეხება. მიაწოდოს ხელმძღვანელობას განსახილველად საინიციატივო წინადადებები, ინსპექტირების მეთოდებისა და დოკუმენტაციის დახვეწასთან დაკავშირებით. აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია.
პასუხისმგებლობა ინსპექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა: მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს “ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
კონფიდენციალურობა
წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი