შინაარსი
Loading module
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ინსპექტირების ორგანოს გენერალური დირექტორის თანამდებობრივ სტატუსს, პასუხისმგებლობას, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ინსპექტირების ორგანოს გენერალური დირექტორი წარმოადგენს პირველი დონის ხელმძღვანელობას. შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინსპექტირების ორგანოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის პარტნიორთა კრება. ინსპექტირების ორგანოს გენერალური დირექტორის დროებით ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება იო-ს ხელმძღვანელს. ინსპექტირების ორგანოს გენერალური დირექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს: საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტით. კომპანიის შიდა ნორმატიული და განკარგულებითი დოკუმენტებით. ამ ინსტრუქციით: EX-PE-11-20.1 ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებები
წინამდებარე პროცედურაში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე საკ 1.7:2020, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის ტერმინები და განმარტებები. წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება შემდეგი შემოკლებანი: შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები იო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც გააჩნია უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული ან სამშენებლო სპეციალობით ტექნიკური განათლება და საქმიანობის 10 წლის გამოცდილება ამავე განათლების პროფილით და გავლილი აქვს ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი.
თანამდებობრივი მოვალეობები იო-ს გენერალური დირექტორი: უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები შეასრულოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; განაცხადოს, თუ მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება; გაეცნოს იო-ს დოკუმენტირებულ პროცედურებში მის მიმართ წაყენებული მოთხოვნებს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმოწერით ადასტურებს იო-ში შექმნილ დოკუმენტებს. უზრუნველყოს ინსპექტირების პროცესის სათანადო დონეზე ორგანიზება და ჩატარება; დაიცვას სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დადგენილი პერიოდულობა; ამტკიცებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და ფორმების ჩამონათვალს და ცვლილებებს. ხელი მოაწეროს იო-ს ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი სპეციალისტების თანმადებობაზე დანიშვნის ბრძანებებს, შრომით ხელშეკრულებებს, ჩანაცვლების ბრძანებებს და გათავისუფლების ბრძანებებს. საჭიროების მიხედვით, აწარმოოს სხვადასხვა ჩანაწერები; იო-ს პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეისწავლის მასთან შემოსულ მოთხოვნებს, წინადადებებს, წერილებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. უზრუნველყოს ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დანერგვისა და შესრულებისათვის საჭირო პირობებს; უხელმძღვანელოს საჩივრებისა და აპელაციების განხილვის საქმეს; დაიცვას შრომითი და საწარმოო დისციპლინა, შრომის დაცვის წესები და ნორმები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები; იო-ს გენერალური დირექტორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა იო-ს საქმიანობიდან გამომდინარე მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. იო-ს გენერალურ დირექტორს, მისი არ ყოფნის შემთხვევასი ანაცვლებს იო-ს ხელმძღვანელი. უფლებები იო-ს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია: გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს შესაბამისი კორექტირებები; მინდობილობის გარეშე, დამოუკიდებლად იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით და წარადგინოს იო მესამე პირებთან; ორგანიზაციის სახელით შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რათა დაიცვას მისი ინტერესები, ყველა ინსტანციაში; განახორციელოს ნებისმიერი კანონოიერი იურიდიული ქმედება, რაც დაკავშირებულია იო-ს საქმიანობასთან; მონაწილეობა მიიღოს და დაამტკიცოს ორგანიზაციაში მომსახურების ტარიფები; პრობლემური საკითხების წარმოშობის შემთხვევაში, კონსულტაციები გაიაროს იურისტთან.
პასუხისმგებლობა იო-ს გენერალური დირექტორი პასუხს აგებს: თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობის დროულად და სრულად შესრულებაზე; შრომითი და საწარმოო დისციპლინის დაცვაზე; კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელაზე; მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე; არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს “ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც იო-სთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინსპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი