შინაარსი
- გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 3
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მენეჯერის თანამდებობრივ სტატუსს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, პასუხისმგებლობას. ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მენეჯერი წარმოადგენს ინსპექტირების ორგანოს პირველი დონის ხელმძღვანელობას. ხარისხის მენეჯერი ექვემდებარება კომპანიის დირექტორს და ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს, თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება კომპანიის დირექტორის მიერ. ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მენეჯერის დროებით არ ყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ორგანოს ხელმძღვანელს. ხარისხის მენეჯერი მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობს:
შრომითი შინაგანაწესით, კომპანიის სხვა შიდა ნორმატიული და განკარგულებითი დოკუმენტებით. სსტ ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტით და სხვა გარე ნორმატიული აქტებით; თანამდებობრივი ინსტრუქციით: EX-PE-02-20.1 ხარისხის მენეჯერი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზემოქმედებისგან ან ინტერესთა კონფლიქტისგან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე პროცედურაში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე საკ 1.7:2020, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის ტერმინები და განმარტებები. შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები პირი რომელიც ინიშნება ხარისხის მენეჯერად უნდა ჰქონდეს: უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული ან სამშენებლო სპეციალობით ტექნიკური განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ამავე განათლების პროფილით და გავლილი ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი.
თანამდებობრივი მოვალეობები
ხარისხის მენეჯერი:
პასუხისმგებელია იო-ს დოკუმენტებისა და ჩანაწერების რეგისტრაციაზე, მართვაზე, შენახვასა და დაცვაზე;
უზრუნველყოფს ახალი ან ცვლილება შესული დოკუმენტების დისტრიბუციას;
ახდენს დოკუმენტების აქტუალურობაზე შემოწმებას;
უზრუნველყოფს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და ფორმების ჩამონათვალის შემუშავებასა და კორექტირებას;
სისტემატიურად აწარმოებს სარეგისტრაციო ჩანაწერებს თითოეულ თანამშრომელზე, მათი განათლების, ტექნიკური ცოდნის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების, მონიტორინგის, ტრეინინგის, კვალიფიკაციის ამაღლების და მომზადების შესახებ;
ვალდებულია დაგეგმოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები და უზრუნველყოს პერსონალის მომზადება-გადამზადება.
ორგანიზებას უკეთებს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც მიმართულია გამზომი მოწყობილობების მართვასა და დაკალიბრებასთან;
ხარისხის მენეჯერი ვალდებულია გაეცნოს კონფიდენციალობის და მიუკერძოებლიობის დაცვის დეკლარაციას და ხელის მოწერით დაადასტუროს თანხმობა;
მონაწილობს შიდა აუდიტის დაგეგმვაში და ატარებს გეგმის აქტუალიზაციას, ორგანიზებას უკეთებს შიდა აუდიტის ჩატარებას;
იო-ს ხელძღვანელთან ერთად შეიმუშავებს მაკორექტირებელ და პრევენციულ ღონისძიებებს, აკონტროლებს მათ განხორცილებას და აანალიზებს მათ შედეგიანობას;
ხარისხის მენეჯერი ვალდებულია სრულყოს იო-ს მენეჯმენტის სისტემა სსტ ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტების მიხედვით და დაადასტუროს, რომ მენეჯმენტის სისტემისთვის აუცილებელი პროცესები და პროცედურები ჩამოყალიბებული, განხორციელებული და შენარჩუნებულია.
წარუდგინოს ანგარიში ინსპექტირების ორგანოს ხელძღვანელს მენეჯმენტის სისტემის მუშაობისა და მის განსამტკიცებლად ნებისმიერი ღონისძიების შესახებ.
უზრუნველყოფს იო-ში აპელაციების და საჩივრების მიღებისა და მათზე რეაგირების რეგისტრაციას.
იო-ს ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებელია ინსპექტირების ორგანოში შემუშავებული პერსონალის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემების დაცულობაზე
წარმოადგენს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრ“-თან საკონტაქტო პირს, ორგანოში მიმდინარე ყველა პროცესებთან დაკავშირებით.
უფლებები ხარსიხის მენეჯერი უფებამოსილია: მოსთხოვოს იო-ს პერსონალს ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურად, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 –ის მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებისათვის იო-ში დადგენილი წესების დროულად და განუხრელად შესრულება; წარუდგინოს ინსპექტირების ორგანოს ხელძღვანელს წინადადებები მენეჯმენტის სისტემის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით. გაეცნოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ობიექტის აუდიტის შედეგებს და წარმოადგინოს თავისი განმარტებები
პასუხისმგებლობა ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მენეჯერი პასუხს აგებს: სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს “ექსპერტიზა.ჯი ”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი