შინაარსი
- გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 3
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ვრცელდება შპს „ექსპერტიზა.ჯი“ A ტიპის ინსპექტირების ორგანოზე და მოიცავს მოთხოვნებს IT სპეციალისტის უფლებების, ვალებულებების, პასუხისმგებლობების და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს; თანამდებობრივი ინსტრუქცია – IT სპეციალისტი შედგენილია სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტში განსაზღვრული, A ტიპის ინსპექტირების ორგანოს მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად; წინამდებარე დოკუმენტირებული პროცედურა წარმოადგენს ინსპექტირების ორგანოს შიდა დოკუმენტს და მისი შესრულება სავალდებულოა IT სპეციალისტისთვის; IT სპეციალისტის ექვემდებარება ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს და გენერალურ დირექტორს.
ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო; EX-QM.MP-03-20.1 - პერსონალის მართვის პროცედურა.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები: შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო ხმ- ხარისხის მენეჯერი
თანამდებობრივი მოვალეობები შეიმუშაოს ტექნოლოგიური დავალების გადაწყვეტა ინფორმაციის დამუშავების ყველა ეტაპზე; ორგანიზაციის ქსელის და ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებაზე; დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია; თვალყური ადევნოს ციფრული ტექნიკის გამართულ მუშაობას; ვალდებულია უზრუნველყოს ყველანაირი ციფრული მასალის ჯეროვნად შენახვა და დაცვა; ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ აღმოფხვრას არსებული ხარვეზი; ორგანზიაციის ციფრული ინფრომაცია მაქსიმალურად დაიცვას უცხო პირთა შეღწევადობისაგან; დაიცვას შიდაგანაწესი და შრომის უსაფრთხოების ნორმები.
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები IT სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: IT სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; IT სპეციალისტმა უნდა იცოდეს: პროგრამირების საფუძვლები; პროგრამირებასთან და კომპიუტერულ მომსახურებასთან დაკავშირებული თეორიული კურსები; შრომითი კანონმდებლობა; შრომითი და საწარმოო დისციპლინა, შრომის დაცვის წესები და ნორმები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები; წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვები.
IT სპეციალისტი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი დოკუმენტებით: საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით.
უფლებები IT სპეციალისტის აქვს უფლება: ხელმძღვანელობას მოსთხოვოს სამუშაო პირობები საქმიანობის სრულფასოვნად შესასრულებლად; საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ხელმძღვანელობას წინადადებით, რომელიც გააუმჯობესებს სამუშაო პროცესს; უზრუნველყოს პროგრამებისა და ტექნიკის სწორად შერჩევა.
პასუხისმგებლობა IT სპეციალისტი პასუხისმგებელია: მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს „ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელაზე.
კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი