შინაარსი
- გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 3
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ინსპექტირების ორგანოს შიგა აუდიტორის თანამდებობრივ სტატუსს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, პასუხისმგებლობას. ინსპექტირების ორგანოს შიგა აუდიტორი წარმოადგენს ინსპექტირების ორგანოს მეორე დონის ხელმძღვანელობას. შიგა აუდიტორი ექვემდებარება კომპანიის დირექტორს. ინიშნება და თავისუფლდება კომპანიის დირექტორის მიერ. ინსპექტირების ორგანოს შიგა აუდიტორის დროებით არ ყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ხარისხის მენეჯერს. შიგა აუდიტორი მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობს:
კომპანიის წესდებით, შრომითი შინაგანაწესით, კომპანიის სხვა შიდა ნორმატიული და განკარგულებითი დოკუმენტებით. სსტ ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტით და სხვა გარე ნორმატიული აქტებით; თანამდებობრივი ინსტრუქციით - EX-PE-13-20.1 შიგა აუდიტორი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზემოქმედებისგან ან ინტერესთა კონფლიქტისგან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო; EX-QM.MP-10-20.1 შიგა აუდიტი;
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე პროცედურაში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე საკ 1.7:2020, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის ტერმინები და განმარტებები. შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო ხმ- ხარისხის მენეჯერი
თანამდებობრივი მოვალეობები
შიგა აუდიტორი:
პასუხისმგებელია იო-ს შიგა აუდიტების ჩატარებაზე სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდართის მოთხოვნების შესაბამისად.
პასუხისმგებელია EX-QM.MP-10-20.1 პროცედურის შესაბამისად კომპანიაში შიგა აუდიტების ჩატარებაზე, შესაბამისი ჩანაწერების რეგისტრაციაზე, მართვაზე, შენახვასა და დაცვაზე;
ახდენს დოკუმენტების აქტუალურობაზე შემოწმებას;
ამოწმებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და ფორმების ჩამონათვალის აქტუალიზაციას;
სისტემატიურად აწარმოებს სარეგისტრაციო ჩანაწერების კონტროლს თითოეულ თანამშრომელზე განათლების, ტექნიკური ცოდნის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების, მონიტორინგის, ტრეინინგის, კვალიფიკაციის ამაღლების და მომზადების შესახებ ჩანაწერებზე;
ვალდებულია გაეცნოს კონფიდენციალობის და მიუკერძოებლიობის დაცვის დეკლარაციას და ხელის მოწერით დაადასტუროს თანხმობა;
მონაწილეობს შიდა აუდიტის დაგეგმვაში და ატარებს გეგმის აქტუალიზაციას, ორგანიზებას უკეთებს შიდა აუდიტის ჩატარებას;
იო-ს ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მაკორექტირებელ და პრევენციულ ღონისძიებების შემუშავებას, მათ განხორცილებას და აანალიზებს მათ შედეგიანობას;
ვალდებულია სრულყოს იო-ს მენეჯმენტის სისტემა სსტ ისო/იეკ 17020: 2012/2013 სტანდარტების მიხედვით და დაადასტუროს, რომ მენეჯმენტის სისტემისთვის აუცილებელი პროცესები და პროცედურები ჩამოყალიბებული, განხორციელებული და შენარჩუნებულია. წარუდგინოს ანგარიში კომპანიის დირექტორს მენეჯმენტის სისტემის მუშაობისა და მის განსამტკიცებლად ნებისმიერი ღონისძიების შესახებ.
აკონტროლებს იო-ში აპელაციების და საჩივრების მართვის და მათზე რეაგირების პროცესს.
უფლებები იო-ს აუდიტორი უფებამოსილია: მოსთხოვოს იო-ს პერსონალს ინსპექტირების ორგანოს ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურად, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 –ის მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებისათვის იო-ში დადგენილი წესების დროულად და განუხრელად შესრულება; წარუდგინოს იო-ს ხელმძღვანელს წინადადებები მენეჯმენტის სისტემის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით.
პასუხისმგებლობა იო-ს აუდიტორი პასუხს აგებს: სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს “ექსპერტიზა.ჯი ”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინსპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი