შინაარსი
- გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 3
Resolving locale, route permissions, and workspace projection.
Current scope: Guest
Category: 30_roles | Version: v1.0.0
Owner: DOCUMENT_CUSTODIAN | Review cycle: 90 days
Approval authority: GOVERNANCE_ADMIN, DOCUMENT_CUSTODIAN
Documentation portal is read-only. Editing and mutation endpoints are disabled.
Kvary platform is originally created in Georgian. Where a Georgian version exists, Georgian is authoritative for platform UI, documentation, and legal interpretation.
Translations into other languages are provided for convenience. Some records may originate in other languages and carry their own source or legal locale for a specific flow, but where a Georgian version is available, the Georgian version prevails for platform-level wording and interpretation.
Metadata incomplete: Document ID, Version, Status, Owner Role, Last Review Date, Next Review Date, Change Log
შინაარსი
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ვრცელდება შპს „ექსპერტიზა.ჯი“ A ტიპის ინსპექტირების ორგანოზე და მოიცავს მოთხოვნებს ოფის-მენეჯერის უფლებების, ვალებულებების, პასუხისმგებლობების და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს; თანამდებობრივი ინსტრუქცია – ოფის-მენეჯერი შედგენილია სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტში განსაზღვრული, A ტიპის ინსპექტირების ორგანოს მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად; წინამდებარე დოკუმენტირებული პროცედურა წარმოადგენს ინსპექტირების ორგანოს შიდა დოკუმენტს და მისი შესრულება სავალდებულოა ოფის-მენეჯერისათვის; ოფის-მენეჯერი ექვემდებარება ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს და ხარისხის მენეჯერს.
ნორმატიული წყაროები წინამდებარე ინსტრუქციაში გამოიყენება მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის; EX-QM-01-20.1 – ხარისხის სახელმძღვანელო; EX-QM.MP-03-20.1 - პერსონალის მართვის პროცედურა.
ტერმინები, განმარტებები, შემოკლებანი წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები: შპს - შპს „ექსპერტიზა.ჯი “ იო- ინსპექტირების ორგანო ხმ- ხარისხის მენეჯერი
თანამდებობრივი მოვალეობები უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები შეასრულოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; განაცხადოს, თუ მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება; გაეცნოს იო-ს დოკუმენტირებულ პროცედურებში მის მიმართ წაყენებული მოთხოვნებს; იხელმძღვანელოს მოქმედი ნორმატიული აქტებით; უზრუნველყოს ოფისი საჭირო სამუშაო საშუალებებით; საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს იო-ს პერსონალის მივლინებებს; უზრუნველყოს დამკვეთის მიღება; გააცნოს ან/და შეავსოს განაცხადი ინსპექტირებაზე; ჩაიბაროს დამკვეთის მიერ შევსებული განაცხადი და არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ინსპექტირებაზე წარმოდგენილი განაცხადი დაარეგისტრიროს შესაბამის ჟურნალში; აწარმოოს და შეავსოს მის კომპეტენციაში შემავალი ჟურნალები; წარმოდგენილი დოკუმენტაცია გადასცეს შესაბამის ტექნიკურ მენეჯერს განსახილველად; შეატყობინოს დამკვეთს განაცხადზე პასუხი (ვადები, ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია) და მოამზადოს ხელშეკრულება; შენიშვნების, ან/და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, აცნობოს დამკვეთს; ჩაიბაროს და გადასცეს დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, შესაბამისი წესით; მიიღოს ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული საბოლოო ინსპექტირების ანგარიში; დაასკანეროს და აკინძოს საბოლოო ინსპექტირების ანგარიში; შეატყობინოს დამკვეთს და გადასცეს შესაბამისი ინსპექტირების ანგარიში; მოამზადოს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი; უზრუნველყოს ინსპექტირების ანგარიშების და ელ.ვერსიების შენახვა არქივში; შეავსოს შემოსული და გასული კორესპონდენციის ჟურნალები; შეასრულოს იო-ს ხელმძღვანელისა და ხმ-ს მოთხოვნები და ბრძანებები, რომლებიც ეხება უშუალოდ ინსპექტირების ორგანოსა და ინსპექტირების სამუშაოებს; უზრუნველყოს იო-ს საშუალებებისა და მოწყობილობების შენახვა, გაცემა და შესაბამისი ჟურნალის წარმოება; უზრუნველყოს იო-ს არქივის წარმოება და მოწესრიგება.
თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნები ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: უმაღლესი განათლება და ოფის-მენეჯერად მუშაობის სტაჟი, ან/და აკრედიტირებულ იო-ში მუშაობის გამოცდილება; ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნამდე, სავალდებულოა იო-ს შიდა ტრენინგის გავლა;
უფლებები ოფის-მენეჯერს აქვს უფლება: დაესწროს იო-ს სამუშაოთა გეგმის ფორმირების პროცესს; მოსთხოვოს იო-ს ხელმძღვანელსა და ხმ-ს ნორმატიული დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; შეატყობინოს ხმ-ს სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ და მიაწოდოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად. გაეცნოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების პროექტებს, რომლებიც მის საქმიანობას ეხება; მონაწილეობა მიიღოს იო-ს თათბირებში,სხვა ღონისძიებებში; შეასრულოს იო-ს ხელმძღვანელის ბრძანებები; დაიცვას შრომითი და საწარმოო დისციპლინა, შრომის დაცვის წესები და ნორმები, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები; მოითხოვოს ხელმძღვანელობისგან ხელშეწყობა თავისი მოვალეობებისა და უფლებების შესრულებაში.
პასუხისმგებლობა ოფის-მენეჯერი პასუხისმგებელია: მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; თავისი მოვალეობების განხორციელების პროცესში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არასწორი ქმედებებით ან უმოქმედობით შპს „ექსპერტიზა.ჯი”-სთვის, როგორც ინსპექტირების ორგანოსთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელაზე.
კონფიდენციალურობა წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს შპს „ექსპერტიზა.ჯი“-ს ინაპექტირების ორგანოს საკუთრებას, განკუთვნილია მხოლოდ შიდა გამოყენებისათვის და სხვა პირებისათვის მისი გადაცემა დაუშვებელია კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ინსტრუქციასთან გაცნობის ფურცელი